საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 77 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 77 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 816-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 445 პირს დაუდასტურდა, 3 508 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 11 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 563 შემთხვევა გამოვლინდა, 4 744 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 77 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები