სუს-ის შენობასთან, სადაც „ნაცმოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, სავარაუდოდ, კორპუსიდან ქვები ისროლეს – დაშავდა 2 ადამიანი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ქვები ისროლეს.

დაშავებულია აქციის ორი მონაწილე. ერთ-ერთ დაზიანება თავის არეში აღენიშნება.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ნიკა მელიას ინფორმაციით, ქვები სამართალდამცავებს გადეცათ, როგორც აქციის წევრები ამბობენ, ასევე გადმოკიდეს პლაკატი, წარწერით “დარჩი სახლში” და მმართველი გუნდის ლოგო – 41.

მსგავსი თემები