“დიდი მადლობა მათ, მე პირადად სხვა მოწოდებას ველოდებოდი, საავადმყოფოში რომ გადაიყვანონ და მიხედონ” – გიული ალასანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

  •  

დიდი მადლობა მათ, მე პირადად სხვა მოწოდებას ველოდებოდი, – ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ის ელოდა, მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

ამასთან გიული ალასანია აღნიშნავს, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული კადრები არ უნახავს.

“არ მინახავს კადრები, კარგს რომ არაფერს გამოაქვეყნებდნენ ვიცი. რა უნდა ვთქვა? არ მინახავს”,- აღნიშნავა გიული ალასანია.

კითხვაზე, თუ რას ეტყოდა შვილს ასე უპასუხა: “არაფერს”.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა. ამასთან, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.

მსგავსი თემები