ხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა კახა კუჭავას ხვდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას ხვდებიან.

შეხვედრა კუჭავას სამუშაო კაბინეტში მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული იმ განცხადების თაობაზე ხვდებიან, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის საქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, პარტია იღებს პასუხისმგებლობას, რომ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციები არ გაიმართება.

მსგავსი თემები