“შეწყდეს მირზა სუბელიანის ოჯახის დევნა” – გოგა ხაინდრავა ფართულ ჩანაწერებზე

​ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა მოითხოვს, პარტია “ნაციონალურმა მოძრაობისა” და “ევროპული საქარველოს” მხრიდან შეწყდეს ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული, ყოფილი პროკურორის მირზა სუბელიანის ოჯახის მიმართ დევნა.

როგორც გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  სუბელიანი არის სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანი და რომელმაც ბოლოდროინდელი ფარული ჩანაწერების გასაჯაროვების შედეგად თავის მოკვლაც კი სცადა.

გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ სუბელიანთან პირადი ნაცნობობა არ აქვს და არც ისე წერილი მიუღია, რომელიც თითქოს მირზა სუბელიანმა მას ციხიდან მისწერა.

“ანაკლიაში ფილმის გადაღებისას გავიცანი მირზა სუბელიანი, ამით შემოიფარგლა ჩვენი ნაცნობობა. სუბელიანის ოჯახის დევნა დაიწყო, ეს არის სირცხვილი, როდესაც ითხოვენ მთელი ოჯახის დაპატიმრებას. არ მეგულება მამა, რომელიც არ შეეცდება შვილის დაცვას. მეორე მხრივ სასაცილოა, როდესაც ​სუბელიანის მხარდამჭერი გამოდის დღეს “ევროპული საქართველო” და თურმე ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდეს სუბელიანს, თორემ აღშფოთდება ნიკა გვარამია. ეს არის კარგად დაწერილი რუსული სცენარი, რომ ქვეყანა აირიოს. გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს და ამ ვაკხანალიის ერთადერთი მიზანია არეულობა ქვეყანაში”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

კითხვაზე, ფარული ჩანაწერების გავრცელება უნდა გაკონტროლდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ, გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ სახელმწიფოს როლი არის კანონის დაცვასა და მის აღსრულებაში, რაც დღეს საქართველოში პრობლემაა.

მსგავსი თემები