“მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება” – ელენე ხოშტარია

შიმშილობის მეცხრე დღეს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ხოშტარიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სასიცოცხლო პარამეტრები დაეცემა, მედიკამენტოზურ მკურნალობაზე თანახმა იქნება. ამის შესახებ განცხადება ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ გააკეთა. 

“მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება. მე დავთანხმდი ერთ გადასხმას, ერთმა გადასხმამ არ გააუმჯობესა ეს პარამეტრები, ამიტომ, ის ისევ კრიტიკულ დაბალ ზღვარზეა, დავთანხმდი მეორე გადასხმას. სანამ ეს საფრთხე არ მოიხსნება, მედიკამენტებს მივიღებ. არ მივიღებ კალორიებს, არ მივიღებ დანამატებს. მე ამას ვაკეთებ არა იმისთვის, რომ შევიმსუბუქო მდგომარეობა, არამედ იმისთვის, რომ არ დამძიმდეს კრიტიკულად მდგომარეობა,“ – ამბობს ელენე ხოშტარია. 

მსგავსი თემები