“პატიმარზე საუბარი დავასრულე, ქვეყანაში არის უამრავი საკითხი, პრობლემაა და მხოლოდ მათზე ვარ კონცენტრირებული” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში უამრავი საკითხია მოსაგვარებელი, ამიტომ აღარ აპირებს პატიმარზე საუბარს.

პრემიერმა ჟურნალისტებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბარს აღარ აპირებს და თემაზე კომენტარს იუსტიციის მინისტრი გააკეთებს.

„ბუნებრივია, გავეცანით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბატონი იუსტიციის მინისტრი ვრცლად გააკეთებს განმარტებას ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგადად, ამ თემაზე მე არ მსურს, ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროროგატივა. მე გითხარით, რომ პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე. ქვეყანაში არის უამრავი საკითხი, უამრავი პრობლემა და მე მხოლოდ ამ თემაზე მაქვს საუბარი და კონცენტრირება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები