“მართლაც საგანგაშო მდგომარეობაში ვართ, ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია” – მარინა ენდელაძე

77 გარდაცვლილი და 4 563 ახალი შემთხვევა – ასეთია ბოლო 24 საათის კოვიდ სტატისტიკა. ყოველდღიურად ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებლები კლინიკებში მძიმე პაციენტების რიცხვსაც ზრდის. რეანიმაციულ განყოფილებებში პაციენტების დიდი ნაწილი ხანდაზმულია და მათ შორის აცრილი არავინაა. არ არის გამორიცხული ჯანდაცვის სამინისტროს გარე რეზერვების გამოყენება დასჭირდეს.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ბუნებრივია სიკვდილობის მაჩვენებელსაც ზრდის. მისივე განმარტებით, თუ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა გაგრძელდა, კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა ამოიწურება.

“მართლაც საგანგაშო მდგომარეობაში ვართ. ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია. ვერ ვიტყვი, რომ იზრდება, მაგრამ განსაკუთრებულად ეს პერიოდი არის 5-6 ათასი, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია, ყოველი 5-6 ათასი შემდგომი კონტაქტები კიდევ უფრო მეტად და მართლაც ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა. მაღალ ინფიცირებულთა რაოდენობას ემთხვევა ის, რომ სიკვდილობაც მაღალია.

ბევრი არის კრიტიკული, ბევრი არის მძიმე და რა განაპირობებს ამ სიმძიმეს, განაპირობებს ის, რომ უპირატესად არ არიან ვაქცინირებულები. რა თქმა უნდა ამოიწურება კლინიკების შესაძლებლობები თუ ასე გაგრძელდა და ამ რაოდენობით იქნება, იმიტომ, რომ მეტი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო და უკვე ძალიან გაგვიჭირდება,” – აცხადებს მარინა ენდელაძე.

მსგავსი თემები