საქართველოში კორონავირუსის 4 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 744 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 744 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 77 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 9.98%, ბოლო შვიდი დღის – 10.19%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 771 381 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 705 312 გამოჯანმრთელდა, 10 739 კი, გარდაიცვალა.

ამასთან, 10 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 647 პაციენტი, გარდაიცვალა 78.

მსგავსი თემები