გლდანის ციხეში სააკაშვილის გადაყვანას პატიმრები სხვადასხვა ჟესტებით ხვდებიან

მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ გლდანის ციხეში მოთავსებულმა პატიმრებმა უკვე შეიტყვეს. შესაბამისად, პატიმრები სააკაშვილის აღნიშნულ პერიმეტრზე ყოფნას სხვადასხვანაირად გამოხატავენ.

კერძოდ, საკნებიდან ისმის ხმაური. უფრო მეტიც, გარკვეულ საკნებში შუქი ინთება-ქრება და ეს ხდება ერთმანეთის მონაცვლეობით. ასევე, პატიმრები მიხეილ სააკაშვილს აგინებენ და უცენზურო სიტყვებს ყვირიან.

ერთ-ერთი რისკი, რასაც სააკაშვილის ინტერესების დამცველები ხედავენ, სწორედ პატიმრების პროტესტია. ისინი ამტკიცებენ, რომ ციხის მეთვრამეტე საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილი მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იქნება, რომელსაც სხვადასხა დანაშაულისთვის მოთავსებული პატიმრები მას „არ მოაკლებენ“.    

მსგავსი თემები