გლდანის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის ძმაც მივიდა

გლდანის ციხის ტერიტორიაზე, სადაც მიხეილ სააკაშილი გადაიყვანეს, ყოფილი პრეზიდენტის ძმაც მივიდა. როგორც დავით სააკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გაიტაცეს.

„ის, რაც გააკეთეს, არის გატაცება. მათ გაიტაცეს მიხეილ სააკაშვილი და წაიყვანეს იქ, სადაც მისი სიცოცხლე დაცული ვერ იქნება. ადვოკატებიც ჩართულები არიან და ჩვენც, ოჯახი, ვცდილობთ, დავუკავშირდეთ ადმინისტრაცია. მომსწრენი გავხდით მიხეილ სააკაშვილის გატაცების, ასეთი რამ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება. ეს არის შურისძიება და ვიცით, ვინ არის ეს. ციხეში პროვოკაციებია მოსალოდნელია, სამწუხაროდ, დავრწმუნდით, რომ ამ ქვეყანაში დაცული არ არის არც ერთი მოქალაქის სიცოცხლე“ – აცხადებს დავით სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს. ციხეში ადვოკატებს არ უშვებენ. შესაბამისად, ოჯახმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი იცის.  

მსგავსი თემები