გლდანის ციხესთან წყლის ჭავლის მანქანაც მიიყვანეს

გლდანის ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო მანქანა, წყლის ჭავლის მანქანა და დიდი რაოდენობით სამართალდამცველები. ეს ყველაფერი კი დაკავშირებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხის საავადმყოფოში გადაყვანასთან.

ადგილზე სპეციალური მანქანით ტომოგრაფიის აპარატურაც მიიტანეს. ადგილზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული.     

გარდა ამისა, ციხის ტერიტორიაზე ხდება დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზებაც. ეზოში ე.წ. ყვითელი ავტობუსებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები შეიყვანეს.

მსგავსი თემები