მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.
“ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით”, -ნათქვამია განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა ვერტმფრენით მოხდა.