სალხინოს მონასტერთან დაკავებულთა სასამართლო დღეს გაიმართება

მარტვილში, სალხინოს მონასტერთან დაპირისპირების გამო დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. დაკავებულებმა მთელი ღამე სენაკის იზოლატორში გაატარეს. 7-დან, პოლიციამ 5 ადამიანი გაათავისუფლა, 2 კი ამ დრომდე დაკავებულია.

ერთ-ერთს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, მეორეს კი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას. ისინი სამოქალაქო პირები არიან.

შეგახსენებთ, რომ სალხინოს მამათა მონასტერში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაძრიდან განკვეთილ 15-მდე სასულიერო პირი მონასტრის ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გააძევეს. როგორც მეუფე სტეფანე აცხადებს, მონასტერში განდგომილება დასრულდა და არც არასდროს აღდგება.

მსგავსი თემები