„7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად“ – უცნობი

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ინიციატივა გამოთქვა, 7 ნოემბერი ღირსების დღესასწაულად გამოცხადდეს.

„მინდა გითხრათ, რომ საერთოდ, 7 ნოემბერი ღირსების დღეა და ყველა იმ ადამიანის დღე, ვინც ამ 20 წლის განმავლობაში ღირსება შეინარჩუნა და არ დაკარგა, მიუხედავად ყველანაირი ზეწოლისა. ეს დღე დაიწყო 2 ნოემბერს და მოშიმშილეები აქ დასხდნენ 7 ნოემბერს. აქიდან იწყება მთელი კოშმარი, რაც იწყება. მართალია, მანამდე იყო ბუტა, სანდრო, მაგრამ მასიური ტერორი ზუსტად 7 ნოემბრიდან იწყება. ამიტომ, ვიფიქრე და თქვენის ნებართვით, თუ შეიძლება, ერთად ვთხოვოთ და მივმართოთ ხელისუფლებას, 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად. ეს მინდა, რომ გავაკეთოთ და ჩვენ ერთად ამას მივაღწევთ“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ აქციაზე, რომელიც

2007 წლის 7 ნოემბრის განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. აქციის სლოგანია „არ აგარევინებთ.“

მსგავსი თემები