„ტარიელ გვილავა და მიშიკო მდივანი მაღიარებენ თუ არა მღვდელმთავრად, ეს მე ნაკლებად მაღელვებს“ – მეუფე

სალხინოს მამათა მონასტერში დღეს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მეუფე სტეფანე ამ წუთებში ჟურნალისტებს ხვდება. როგორც მეუფე განმარტავს, ის ადამიანები არიან განკვეთილები და არავის აქვს უფლება მათ მღვდლები უწოდოს.

„როცა დასჯილია მღვდელი, ის არ არის მღვდელი, ის არის ტარიელ გვილავა და არა მღვდელი. ის არის ერისკაცი და ამის შესახებ ბრძანება თქვენთვის ცნობილია. ჩვენ მათ არ ვაღიარებთ როგორც სასულიერო პირებს, არც მე და არც საპატრიარქო. ეკლესიის ნორმებში ნუ ჩაერევით და ეკლესიის ნაცვლად ნუ ეძახი იმას, რაც არ არის. ტარიელ გვილავა და მიშიკო მდივანი მაღაირებენ თუ არა მღვდელმთავრად, ეს მე ნაკლებად მაღელვებს“ – განმარტავს მეუფე.

შეგახსენებთ, რომ სალხინოს მამათა მონასტერში მთელი დღე ხმაურია. დაპირისპირება გამთენიისას 06:00 საათზე დაიწყო, როცა 15-მდე სასულიერო პირი მონასტრის ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც მეუფემ ეკლესიიდან განკვეთა და ტაძარში ცხოვრება აუკრძალა.       

მსგავსი თემები