რკინის გალია აჭარის მთავრობასთან

  •  

ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან ამ წუთებში ხმაურია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მთავრობის შენობასთან მეტალისგან დამზადებული გალია მიიტანეს, რომლის განთავსებასაც ცდილობდნენ.

სამართალდამცველებმა, პროტესტის მონაწილეებს ე.წ. გალიის შენობის წინ დადგმის საშუალება არ მისცეს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არის სიმბოლური აქცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას გულისხმობს. აქციის მონაწილების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ციხის კარებს საკმაოდ მალე ქართველი ხალხი გააღებს. 

სამართალდამცველებმა რკინის გალია პერიმეტრიდან გაიტანეს. 

მსგავსი თემები