Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 55 301 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 631 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.66%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 743 511-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.45% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.99%.