ოპოზიცია ქუთაისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს

ქუთაისში, ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური ლიდერები, რომლებიც სიტყვით გამოდიან. მათ განცხადებით, დამაგვირგვინებელი აქცია დედაქალაქში იმართება, სადაც მხარდამჭერები ყველა რეგიონიდან ჩავლენ.   

როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ აქციაზე განაცხადა, მოსახლეობას თავისუფლებას ვერავინ წაართმევს.

„ყველა ადამიანს, არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში ვაჩვენოთ, რომ არაფერია ჩვენთვის იმაზე დიადი, ვიდრე თავისუფლება, რომელსაც ცდილობენ, რომ ჩამოგვართვან. არ შევეგუებით მოპარვას, გაყალბებას, მიშას საპყრობილეში ყოფნას,” – განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები