მიხეილ სააკაშვილი პატრიარქს მადლობას უხდის, თუმცა, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პატრიარქის წერილი წაიკითხა და პასუხიც დაუბრუნა. მესამე პრეზიდენტი პატრიარქის მზრუნველობით კმაყოფილია, თუმცა, შიმშილობას აგრძელებს, რადგანაც ეს მისი პრინციპული გადაწყვეტილებაა.

მიხეილ სააკაშვილს პატრიარქის წერილი ილია მეორის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა გადასცა. ციხიდან პასუხიც დეკანოზმა გამოიტანა.    

„გადავეცი ბატონ მიხეილ სააკაშვილს  მისი უწმინდესობის გზავნილი. პირადად გადავეცი წერილი, სადაც მისი უწმინდესობა მას კიდევ ერთხელ სთხოვს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ის წუხს იმის გამო, რომ ამდენ ხანს შიმშილობა. ბატონმა მიხეილმა მადლობა და გადაუხადა მის უწმინდესობას, უკვე მეორედ ვესტუმრე მას და ის გრძნობს მისი უწმინდესობის ყურადღებას. მან აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს მის უწმინდესობას. მან დამავალა, რომ გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ეს არის მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაში კორექტირების შეტანას ამ ეტაპზე არ აპირებს”, – განაცხადა დეკანოზმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები