„პატრიარქი მას ვერ შეიწყალებს“ – დეკანოზი მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საკნიდან გამოსულმა პატრიარქის მდივანმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ პატრიარქს მისი შეწყალების უფლებამოსილება არ გააჩნია.

„პატრიარქს არ აქვს იმის უფლებამოსილება, რომ ის შეიწყალოს, მისმა უწმინდესობამ უნდა მიმართოს პრეზიდენტს. მისი და ეკლესიის შუამდგომლობით, ასეთი შემთხვევები ყოფილა მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში და მინდა შეგახსენოთ, რომ საპატრიარქოში არსებობს ასეთი განყოფილება, სადაც ამა თუ ინ პატიმარზე ხდება შესაბამისი დოკუმენტაციის შემოტანა და ამ საბუთების განხილვის შემდეგ ეს გადაიგზავნება იუსტიციის სამინისტროში, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. არ ვიცი, ამას უფლებადამცველები როგორ გაიგებენ, ყოველ შემთხვევაში მინდოდა ამის დაზუსტება – როგორც ასეთი, პატრიარქი ვერავის შეიწყალებს“ – განმარტა მიქაელ  ბოტკოველმა ჟურნალისტებთან.

მისივე განცხადებით, საპატრიარქოში მსგავსი არაერთი წერილი შედის, თუმცა, ყველა არ კმაყოფილდება.

„ასეთი წერილები ათობით და ასობით შემოდის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველა წერილი არ კმაყოფილდება, რადგან ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას არა მძიმე კატეგორიის პატიმრებთან დაკავშირებით, არამედ მსუბუქ დანაშაულებზე“ – აღნიშნა დეკანოზმა, რომელის პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტს პატრიარქის დავალებით შეხვდა და მისი უწმინდესობის წერილი გადასცა.  

მსგავსი თემები