„ყოველდღიურად 50 ადამიანი გვიკვდება, ეს თემა იქნებ ჩამოვაშოროთ პოლიტიკას“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსით გარდაცვალებულთა მაჩვენებელს საგანგაშოს უწოდებს და ფიქრობს, რომ ეს თემა პოლიტიკას უნდა ჩამოშოირდეს.

„ქალბატონმა პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, ასევე პრემიერმა შესაბამისი დავალებები გასცა, რომ ამ კამპანიაში ყველა პირველი პირი უნდა იყოს ჩართული. პანდემიამ 10 000 ადამიანის სიცოცხლე წაიღო უკვე საქართველოში, ყოველდღიურად 50 ადამიანი გვიკვდება, ეს თემა იქნებ ჩამოვაშოროთ პოლიტიკას როგორმე და ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. მოვიყვანე დღეს მე მაგალითი, ჩვენ 23 500 დღიური აცრა გვქონდა აგვისტოში, 19 000-ზე ოდნავ მეტი გვქონდა სექტემბერში, ოქტომბერში ჩამოვედით 5 000 აცრაზე საშუალოდ. ჩვენ რომ ოქტომბერში და სექტემბერში აგვისტოს ნიშნული დაგვეჭირა, დღეს უკვე მილიონი აცრით მეტი გვექნებოდა გაკეთებული და აღარ გვექნებოდა დღეს გეუბნებით ნამდვილად 5 200 შემთხვევა და გუშინ 6 000 შემთხვევა. აღარ გვეყოლებოდა 50 გარდაცვლილი დღეს, ისეთივე აქტიურები ვყოფილიყავით ოქტომბერში, როგორიც სექტემბერში და აგვისტოში. ხომ შეგვიძლია, ეს ყველამ ერთად გავაკეთოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე შეფასებით,  ვაქცინაციის გარეშე პანდემია არ დასრულდება და მუდმივად იქნება ქვეყანაში ვირუსის ახალი ტალღები.

მსგავსი თემები