ვაქცინაციასთან დაკავშირებით მკვეთრი განცხადებების შემდეგ, პრეზიდენტი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ჩაერთო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო კანცელარიის შენობაში გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, პრეზიდენტის მონაწილეობა საკმოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.  

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ესწრებოდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომას, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მისი მონაწილეობა… საბჭოზე ვიმსჯელეთ ყველა პარამეტრის, როგორც ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე ფინანსური და ეკონომიკური ზეგავლენის  კუთხით, ბიზნესაქტივობებეზე ზემოქმედების კუთხით, ყველა ამ მიმართულებით გარკვეული საკითხები დაზუსტდება და ამ საკითხების განსახილველად საბჭო შეიკრიბება დამატებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება არ მოხდება; სახელმწიფომ სავალდებულო ვაქცინაცია უნდა შემოიღოს; აუცრელებისთვის მკურნალობა ფასიანი უნდა გახადოს და საპატრიარქომ ვაქცინაციის კურთხევა გასცეს.

მსგავსი თემები