„ბრავო… ელისაშვილს ზურაბიშვილის სალანძღავი სიტყვები უკან მიაქვს“ – ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება. დეპუტატს პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვები უკან მოაქვს და მის ყველა განცხადებას მხარდაჭერას უცხადებს.    

„ყველა სიტყვას მოვაწერდი ხელს, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა გუშინდელ ბრიფინგზე! ბრავო! ცოტაც და ყველა საძაგელ სიტყვას უკან წავიღებ და ყველა სიტყვაზე ბოდიშს მოვიხდი, რაც წლების მანძილზე მასზე მითქვამს. ქართული პოლიტიკური ზიზღის პინგპონგის ფონზე ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა ჯერჯერობით!“, – წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება არ მოხდება; სახელმწიფომ სავალდებულო ვაქცინაცია უნდა შემოიღოს; აუცრელებისთვის მკურნალობა ფასიანი უნდა გახადოს და საპატრიარქომ ვაქცინაციის კურთხევა გასცეს.

მსგავსი თემები