შედეგი გაუარესებულია, წონის 10% დაკარგულია – როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?!

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ეტაპობრივად მძიმდება.

„წინა კონსილიუმთან შედარებით, რომელიც იყო დაახლოებით ერთი კვირის წინ, „რეზულტატები“ უარესია. პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიალს, უფრო მეტად სუსტია, ვიდრე იყო ადრე და ა.შ. საგანგაშო მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთას დადგეს. ზუსტად ვერ გეტყვით, ძალიან არასტაბილური სიტუაციაა. შეიძლება, საგანგაშო სიტუაცია დადგეს 10 წუთის მერე, ხვალ, ან ზეგ. გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი კონსილიუმი პარასკევს დავნიშნოთ.  შევდივართ უფრო მძიმე ფაზაში, რადგან პრეზიდენტმა უკვე მისი წონის 10% დაიკლო, რაც საკმაოდ საშიშია”, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები