„მოსახლეობას კორონა გენოციდი ემუქრება“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ დევი ტაბიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაცია თითქმის განულებულია. პროფესორის შეფასებით, ინფიცირების დღევანდელი ციფრები საგანგაშოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას კორონა გენოციდი ემუქრება.    

„მოსახლეობას ამ ციფრებმა უნდა დაანახოს, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ ვირუსთან თამაში და ხუმრობა ნამდვილად არ შეიძლება. ყოველმხრივ არაორდინალური ვირუსია, რომელიც რომელ ახალ შტამს წამოიღებს ეს არავინ იცის. გარდა ამისა, არსებობს დღევანდელი მოცემულობა, რასაც სეზონური გრიპის ვირუსები ჰქვია და უკვე მოხდა მათი გადაკვეთა. სწორედ ამიტომ, კიდევ მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ჩემი აზრით, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა და ორგანიზებულად არ ვიქნებით, შესაძლებელია, ჩვენ მინიმუმ 7 ათასს ინფიცირებულსაც გავცდეთ. ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა, მაგრამ რეალობა. ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ და ვამბობდით, რომ რაოდენობა გასცდებოდა 4-5 ათასს, ახლა გაიზარდა და კიდევ გაიზრდება“,-განაცხადა ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“  

მსგავსი თემები