Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 58 291 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 818 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.33%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 732 965-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.13% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.46%.