„თუ არ გინდა აცრა, შეეგუე ერთგვარ დისკომფორტს“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის, ვინც რეგულაციებს არ ექვემდებარება და აცრაზე უარს აცხადებს, დისკომფორტისთვისაც მზად უნდა იყოს, რაც ერთგვარი იძულების მექანიზმი იქნება.

„შეზღუდვების გამკაცრებას არ ველოდები და პირადად მე, არ ვემხრობი. . უფრო ხშირად ისმოდა ასეთი ფრაზა, „რა მნიშვნელობა აქვს კოვიდისგან დავიღუპები თუ შიმშილით“.  ველოდები რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებას. ამაში მე პირადად ვსაყვედურობ ქვეყნის ხელმძღვანელობას, რომ ისინი არასაკმარისად მკაცრად აკონტროლებენ რეგულაციების აღსრულებას. ვემხრობი ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტების შემოღებას.  არავინ აიძულებს აიცრას, ეს ადამიანის თავისუფლებაა, მაგრამ შეიძლება არაპირდაპირი მექანიზმები ამოქმედდეს. ის, ვინც წარმოადგენს ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტს, რომ ის ორჯერ ვაქცინირებულია, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვს კოვიდი, ან წარმოადგენს უარყოფით “პისიარ” ტესტს, მას მიეცეს პრივილეგიები გარკვეულ სივრცეებში აქტივობისთვის . თუ არ გინდა აცრა, შეეგუე ერთგვარ დისკომფორტს“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მსგავსი თემები