„აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ არ ვიხსნით პრეზიდენტ სააკაშვილს“ – ნოკანორ მელია

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დასახსნელად საპროტესტო აქციებს აანონსებს. როგორც მელია განმარტავს, პრეზიდენტი დასახსნელია ბოროტი ხელისუფლების კლანჭებიდან.

„ყველაზე დიდი დანაშაულია, დამარცხებულებს გამარჯვებულებად აცხადებ და პირიქით. ეს, არ და ვერ დარჩება პასუხგაუცემელი.  საქართველო იწყებს პროტესტს, სამართლიან პროტესტს. ეს დღეს იწყება ბათუმში, ველოდებით ბათუმელებს და არამხოლოდ ბათუმელებს, 17:00 საათზე, აჭარის მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, რუსთავის ციხესთან, 18:00 საათზე ველოდებით მოსახლეობას, ვისაც ანაღვლებს მიხეილ სააკაშვილის ბედი, ვისაც ანაღვლებს მესამე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა. მინდა ეს ავლგამოთ“ – აცხადებს ნიკანორ მელია.

მისივე თქმით,  აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ კონკრეტული შედეგი არ დადგება და არ მოხდება მიხეილ სააკაშვილის „დახსნა“.

მსგავსი თემები