სადეპუტატო მანდატს ანი წითლიძეც ტოვებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე მეოთხე დეპუტატია, ვინც საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნასა და მანდატის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.

როგორც მოქმედი დეპუტატი აცხადებს, პარლამენტში ჯდომის აზრი არ ავს.

„,მე არ ვიცი ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან, მოგეხსენებათ ზუგდიდში ვარ. მაგრამ მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა, არც მქონია ისე ვიბრძოდი. „ქართული ოცნება“ უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო. დანარჩენზე ვისაუბრებ აქციებზე“, – აცხადებს ანა წითლიძე.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება ასევე გააკეთა მამუკა ხაზარაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და ნონა მამულაშვილმა. გამორიცხული არ არის, მანდატები სხვებმაც დატოვონ.  

მსგავსი თემები