მთავრობის მეთაური პრეზიდენტს პასუხობს, რომ თანახმაა

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანხმობით პასუხობს, თუმცა, გარკვეული პირობებით. საუბარია მარგველაშვილის მხრიდან მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევაზე, სადაც პრეზიდენტი გამოსვლას ითხოვს.

„მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ“ – აცხადებს მთავრობის მეთაუირი, თუმცა, აღნიშნავს, რომ მტავრობის სხდომის დღის წესრიგსა და საკითხებს პრეზიდენტი ვერ განსაზღვრავს. „საქართველოში მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით. ბუნებრივია. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. რაც შეეხება მთავრობაზე განსახილველ საკითხებს, ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია აუცილებლად გააკეთებს“, – განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მოქალაქეების დაცვის მიზნით მთავრობის სხდომაზე დასწრება ითხოვა. პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის სხდომის მოწვევის ინიციატივით მიმართა.

მისი განცხადებით, ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იმ დონემდეა შესუსტებული, რომ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას საფრთხე ექმნება.

საუბრის დასასრული

მსგავსი თემები