ქუთაისში აქტივისტები დააკავეს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მსვლელობას აწყობდნენ

სარფიდან მომავალი აქტივისტები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებენ და მსვლელობას მართავდნენ, ქუთაისში დააკავეს. ამ წუთებში, ქუთაისში ვითარება საკმაოდ დაძაბულია. „თავისუფლება მიშას“ სკანდირებენ პროტესტის მონაწილეები.

ისინი თბილისში ჩამოსვლას ფეხით გეგმავდნენ.   დაკავება მერიის შენობის მიმდებარედ მოხდა.

მსგავსი თემები