რუსთავის ციხეში რადას დეპუტატი ლიზა იასკო შევიდა

ამ წუთებში, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ხვდება. იასკოს ციხეში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

არის მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს გამოგზავნის, რომელსაც მედიას რადას დეპუტატი გააცნობს.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. თუმცა, მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ ის არ შიმშილობს და დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს.  

მსგავსი თემები