ყველგან, სადაც “გორბი” ატარებდა კვლევას, გამარჯვებულია “ქართული ოცნება” – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ ამომრჩევლებს, ვინც მას მხარი დაუჭირა, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. 

“განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მეხმარებოდა და გვერდით მედგა. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი და ძალიან კარგად მაქვს გათვიცნობიერებული, თუ რას ნიშნავს მეორე ვადით იყო დედაქალაქის მერი. კარგად ვიცი ის პრობლემები, რაც თბილისს აწუხებს. სიტყვას ვაძლევ თბილისელებს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, განხორციელდება მასშტაბური პროექტები. დღეს რაც ამ ქალაქს ყველაზე მეტად სჭირდება, არის აღმშენებლობა, განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა.

ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებს, ყველგან, სადაც “გორბი” ატარებდა კვლევას, გამარჯვებულია “ქართული ოცნება,”- განაცხადა კახა კალაძემ. 

მსგავსი თემები