ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ეგზიტპოლი კომპანია „ანოვამ“ ჩაატარა. მიღებული შედეგებით კი ოპოზიციის კანდიდატები ყველგან ლიდერობენ.
18:00 საათის მონაცემების მიხედვით, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძემ ხმების 49% მოიპოვა; ოპოზიციის კანდიდატმა ნიკანორ მელიამ კი – 51%.
რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მერობის კანიდიდატების შედეგები ასეთია:
რუსთავი – დავით კირკიტაძე – 53%; ნინო ლაცაბიძე – 47%;
ქუთაისი – ხატია დეკანოიძე 53%, იოსებ ხახალეიშვილი – 47%;
ზუგდიდი – ანზორ მელია – 53%; მამუკა წოწერია – 47%;
ბათუმი – გიორგი კირთაძე 51%; არჩილ ჩიქოვანი – 49%.
ეგზიტპოლის ცდომილების ზღვარი 3%-ია.
რაც შეეხება „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლებს, ყველგამ მმართველი გუნდის კანდიდატები იმარჯვებენ.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის ოფიციალური საბოლოო მონაცემები. ოფიციალურ შედეგებს კი ცესკო გამოაქვეყნებს.