“თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, ოთხივე ქალაქში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იმარჯვებს” – “გორბი”

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 18:00 საათის მონაცემებით, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 57,2% -იანი მხარდაჭერა მიიღო. რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკა მელიას, მას მხარი ამომრჩეველთა 42.8%-მა დაუჭირა.

რაც შეეხება სხვა ქალაქებს, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, დანარჩენ 3 დიდ თვითმმართველ ქალაქში მონაცემები ასე გადანაწილდა:

ბათუმი – „ქართული ოცნება“, არჩილ ჩიქოვანი – 50,8%, „ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი კირთაძე 49,2%;

ქუთაისი – “ქართული ოცნება”, იოსებ ხახალეიშვილი – 51,9%, “ნაციონალური მოძრაობა”, ხატია დეკანოიძე 48,1%;

რუსთავი – “ქართული ოცნება”, ნინო ლაცაბიძე – 53,8%, “ნაციონალური მოძრაობა”, დავით კირკიტაძე 46,2%.

მსგავსი თემები