ვაზისუბანში ფიზიკური დაპირისპრებაა, ერთმანეთს აგინებენ

ვაზისუბანში, 62-ე უბანზე ვითარება დაიძაბა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური  შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ეს ის საარჩევნო უბანია, სადაც დენი გაითიშა. სწორედ ამ მიზეზით ადგილზე მივიდა ნიკა მელია, რომელიც მმართველ გუნდს ელექტროენერგიის ხელოვნურად გათიშვაში ადანაშაულებდა. ადგილზე მივიდნენ ქართული ოცნების დეპუტატებიც და მოხდა დაპირისპირება, ერთმანეთს აგინეს. როცა მელია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, მას უკნიდან ვიღაცამ ხელიც ჩაარტყა. ადგილზე იმყოფება მმართველი გუნდის დეპუტატი ბექა დავითულიანიც. ისმის სიტყვიერი შეურაცხყოფა და პროვოკაციული შეძახილები.     

მსგავსი თემები