“სუს-მა გადაწყვიტა, დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვას” – დეკანოიძე

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, სუს-ი აპირებს დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს პირადობები ჩამოართვას. მისი განმარტებით, არსებობს კონკრეტული ფაქტებიც.

“მინდა გითხრათ ერთი ინფორმაცია, რომელსაც ალბათ ყურადღებით მოეკიდებით და პირდაპირი გაფრთხილება მივცე მუნიციპალურ სამსახურს, მათ შორის სუს-სს რომელმაც გადაწყვიტა, რომ დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს ჩამოართვას პირადობის მოწმობები. ჩვენ გვიკავშირდებიან ეს ადამიანები, რამდენიმეს გადასცეს ჩვენი აქტიური ჩარევის შემდეგ, მაგრამ დაუყოვნებლივ გადაეცით უკან პირადობის მოწმობები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები და ამაზე აუცილებლად შევიტანთ მათ შორის პროკურატურაში საჩივარს”, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ. 

მსგავსი თემები