რუსთავის ცეხესთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

რუსთავის ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება და მანქანების გადაადგილება შეინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს შსს-შიც აკეთებენ და ამბობენ, რომ მიღებულია უსაფრთხოების ზომები.   

„პოლიციის დანაყოფები პენიტენციური დაწესებულების გარე ტერიტორიაზე იმყოფებიან უსაფრთხოების მიზნით. პერიოდულად ხდება თანამშრომელთა როტაცია. სწორედ როტაციის დროს მოხდა მედიასაშუალებების მხრიდან  ვიდეოკადრების გადაღება. განსაკუთრებული არაფერი ხდება“, -აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები