“ხმა მივეცი კახა კალაძეს” – “ოცნების” მერობის კანდიდატი არჩევნებზე შვილთან ერთად მივიდა

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა – ის საარჩევნო უბანზე საკუთარ შვილთან ერთად მივიდა.

კახა კალაძე საბურთალოს ოლქის 64-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.

“მე ხმა მივეცი განვითარებას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში, რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე, 41, იმისთვის, რომ ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც გვაქვს დაწყებული 2017 წლიდან დედაქალაქში, გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ განვითარებას. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქალაქს.

ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში, გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, ყველა მიმართულებით, რეფორმები, სიახლეები, ეს ყველაფერი აუცილებლად გაგრძელდება.

მინდა მოვუწოდო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ იაქტიურეთ, მეგობრებო. თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თბილისის განვითარება შეუქცევადი პროცესები გახდეს და ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ იმ კარგი საქმეების გაკეთება ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, ქვეყნის და ამ ქალაქის მომავლისთვის, რაც სჭირდება დედაქალაქს,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები