“იფსოსი“ და „მთავარი არხი“ არათუ ერთმანეთისგან გამიჯნული კომპანიაა, არამედ ისინი ერთად აყალბებდნენ შედეგებს და გადაბრალება კიდევ უფრო დიდი სკანდალია” – შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „იფსოსი“ და „მთავარი არხი“ არათუ ერთმანეთისგან გამიჯნული კომპნიაა, არამედ ისინი სისტემატურად ერთად აყალბებდნენ შედეგებს და გადაბრალება კიდევ უფრო დიდი სკანდალია.

ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იცით თქვენ, რომ ზუგდიდში, განსხვავებულმა მონაცემებმა გაყიდა ის, რომ ეს გაყალბების კვალი ბოლომდე ვერ იქნა წაშლილი. სწორედ ამან მოგვცა მინიშნება იმაზე, რომ გაყალბებას ჰქონდა ადგილი. დღეს ვნახეთ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის გამოხმაურება, რომელიც ცდილობს გადააბრალოს ეს კომპანია „იფსოს“. სინამდვილეში საქმე არის შემდეგში – ეს არათუ ერთმანეთისგან გამიჯნული ორი კომპანიაა, სინამდვილეში უკვე სისტემატურად ხდება გაყალბება და ეს გვაქვს სახეზე ყოველ ჯერზე, იმ დროიდან მოყოლებული როცა „იფსოსი“ საქართველოშია. შესაბამისად, ეს არის შეთანხმებული მოქმედება და გადაბრალება კიდევ უფრო მეტად დიდი სკანდალია, როცა „მთავარი არხი“ ცდილობს ეს „იფსოს“ გადააბრალოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან არჩევნებისას „იფსოსის“ შედეგებისა და არჩევნების რეალური მონაცემების ცდომილებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ცდომილება სხვადასხვა არჩევნების დროს 7%-დან 11.7%-მდე იყო.

„აქამდეც ვამბობდით, რომ ხდებოდა კვლევებით მანიპულირება, თუმცა ამის მტკიცება შეგვეძლო ირიბად, კვლევისა და არჩევნების შედეგების შედარებით და რა თქმა უნდა, როცა არის საშუალოდ 10%-იანი სხვაობა ეს სხვა არაფერია თუ არა მანიპუალაცია. გუშინ მოგვეცა საშუალება, რომ გვენახა ფაქტები, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მანიპულაციის კვალი არ იყო წაშლილი. შესაბამისად, გადაბრალება ზედმეტია,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მთავარი არხი“ კომპანია „იფსოსთან“ თანამშრომლობას წყვეტს და მიზეზებს განმარტავს. როგორც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, „იფსოსი“ აღარ ჩაატარებს ეგზიტპოლს „მთავარი არხის“ სახელით.

მსგავსი თემები