ხაშურის მუნიციპალიტეტიდან უკუპანტებნა მოქალაქეები გაიტაცეს

ვალერი გაგნიძე და ზაზა მელიქიშვილი ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩებიან – არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცები ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

ადგილობრივები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიაა და იქ სოფლის მაცხოვრებლები შეშის მოსამარაგებლად დადიან. როგორც გატაცებულების ოჯახის წევრები ამბობენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი მინიშნება არაა.

იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს ადასტურებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი დავით ქაცარავაც:

“ოკუპანტებმა კვლავ გადმოკვეთეს მათ მიერ დაწესებული ოკუპაციის და გაიტაცეს ჩვენი მოქალაქე ჩვენივე კონტროლირებადი ტერიტორიიდან.ამის დადგენას ჩვენ დღეს ბუნებრივია მოვახერხებთ და შემდეგ საზოგადოებას უფრო დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით,” – აცხადებს დასვით ქაცარავა.

შეგახენებთ, ხაშურის მუნიციპალიტეტში საოკუიპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფელ ჩორჩანაში შეშის მოსატანად წასული 2 მოქალაქე რუსმა სამხედროებმა გუშინ დააკავეს.

მსგავსი თემები