“ჩვენი სლოგანია – ვიცრებით საქართველოს სამსახურში! აღარ გვინდა დღეში 40 ადამიანი იღუპებოდეს” – ამირან გამყრელიძე

აიცერით – ასეთია დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის რჩევა და მოწოდება.

დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი კრიტიკულ ეპიდვითარებაზე საუბრობს და გაცილებით საგანგაშო პროცესებს პროგნოზირებს.

“ჩვენი სლოგანია – ვიცრებით საქართველოს სამსახურში! რადგან აღარ გვინდა, რომ ქვეყანაში 40 ადამიანი ყოველდღიურად კოვიდით იღუპებოდეს. ვაქცინაცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ სამოქალაქო სამსახურში. ყველა ჩვენგანის ვალია არჩევნებზე წასვლა და ხმის მიცემა, ასეთივე სამოქალაქო ვალია რომ არჩევნების შემდეგ წავიდეთ და ავიცრათ, ვინც აცრილი ბრძანდება, იმას მადლობას ვეტყვი,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მსგავსი თემები