„შეიძლება, რამდენიმე კაციც მოკლან, ეს არის მისი ერთადერთი, თეორიული, გიჟური სცენარი“ – ღარიბაშვილი სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე

„სააკაშვილს კერძო კლინიკაში თუ გადავიყვანდით, 4-5 ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებდნენ და მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი, პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება, ჩვენ ამ პროვოკაციას რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავრობის მეთაურის თქმით, გასათვალისწინებელი ფაქტორია ისიც, რომ ნიკა მელია და სხვა ლიდერები, მიუხედავად მათი საჯარო განცხადებებისა,ღიად არიან სააკაშვილთან დაპირისპირებაში, მის მიმართ აგრესია და სიძულვილი აქვთ და არავინ არ იცის, ვინ რა პროვოკაციაზე წავა.

„სააკაშვილს თეორიულად ერთადერთი სცენარი რჩება თავში. რა თქმა უნდა, აცნობიერებს, რომ ციხეში ძალიან დიდხანს მოუწევს ყოფნა. ინფორმაცია მაქვს, რომ როცა წავიდა საქართველოდან, მას ეგონა, რომ დაახლოებით 2 წელში -2016 წელს დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში. წარმოიდგინეთ, რა სიბრიყვეში ცხოვრობს ადამიანი, ახლაც იმედი აქვს, რომ ციხეში დიდხანს არ დარჩება. კერძო კლინიკაში არანაირი პირობა არ არის, პაციენტია, კოვიდია, უამრავი მიმსვლელია, სამოქალაქო კლინიკაა, ბუნებრივია და არავითარი უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული.

იქ, სახელმწიფო და სპეციალური სამსახურები ვერ დაიცავენ სათანადო დონეზე მის და სხვების – კლინიკაში მყოფი სამოქალაქო პირების უსაფრთხოებას. თეორიულად მათ გეგმას რომ გავყვეთ, იმ შემთხვევაში, სააკაშვილს კერძო კლინიკაში თუ გადავიყვანდით, 4-5 ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებდნენ და რა თქმა უნდა, მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი, ჯაჯგური, პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება, აქაც ვუბრუნდები იმ პირველს სცენარს, იგივე სცენარია დაწერილი, აბსოლუტურად ერთი-ერთში. მანდაც ანალოგიურად იგივე პროვოკაციებს მოახდენდნენ, შეიძლება რამდენიმე კაციც მოკლან, ეს არის მისი ერთადერთი, თეორიული, გიჟური სცენარი. შიმშილობაც მაგიტომ არის ორგანიზებული, მას ყველაფერი თავის მოკლე ჭკუით დალაგებული აქვს. რა თქმა უნდა, ეს კაცი ილუზიაშია და ჯერ კიდევ ვერ ხვდება საერთოდ სად არის. რა მოხდება? მუდმივ ქაოსში ამყოფებენ ქვეყანას- ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანა უნდა ამით“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი თემები