„სააკაშვილთან რასაც ვლაპარაკობთ, გამოდის ღარიბაშვილი, მოაღებს პირს და მთელი ქვეყნის გასაგონად ლაპარაკობს“ – ადვოკატი

  •  

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი პენიტენციურ დაწესებულებას ადვოკატისა და კლიენტის საუბრის დეტალების გამხელაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამით კანონმდებლობა ირღვევა.

როგორც ბექა ბასილაია განმარტავს, დაწესებულების ადმინისტრაცია უხეშად არღვევს პატიმრის კონფიდენციალობის უფლებას და „შტეფცელში“ დამონტაჟებულია მოსასმენი აპარატურა.

„პენიტენციურმა სამსახურმა არაერთგზის დაარღვია მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე კომუნკაციის ფარულობის თვალსაზრისით. რასაც  ვლაპარაკობთ ერთ დღეს, მეორე დღეს გამოდის ღარიბაშვილი, მოაღებს პირს და მთელი ქვეყნის გასაგონად ლაპარაკობს. გვაქვს აბსოლუტური რწმუნება,  რომ იქ დამონტაჟებულ „შტეფცელებში“ არის მოსასმენი აპარატურა, შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ ისე ვიკონტაქტოთ მიხეილ სააკაშვილთან, რომ მათთვის აღქმადი და გასაგები არ იყოს საადვოკატო საიდუმლოების ნაწილი. რიგ შემთხვევაში ჩვენ ფურცელზე ვწერთ გარკვეულ ტექსტს ისე, რომ კამერების თვალთახედვაში არ მოხვდეს და ვახდენთ ამ ტექსტის გადაწოდებას მიხეილ სააკაშვილისთვის. ახლა ადგნენ და გააბეს ბადე ეს რომ ვერ მოვახერხოთ. ეს ნიშნავს ერთადერთს – ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობას არ იცავს პენიტენციური სამსახური“ – აცხადებს ბექა ბასილია.

ადვოკატები მიხეილ სააკაშვილს ამ წუთებშიც ხვდებიან.

მსგავსი თემები