28 ოქტომბერი – კომუნისტური პარტიის პირველი დამარცხების დღე

1990 წ. 28 ოქტომბერს – საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები. ქართულმა ეროვნულ-განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ ბატონ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით შესძლო ქართველი ერის საუკუნოვანი მისწრაფების განხორცელება. ეროვნული მოძრაობა გაერთიანდა „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“-ს გარშემო.

ქართველი ერის გაერთიანებას საფუძველი შეუქმნა ქართულმა დისიდენტურმა მოძრაობამ, რომლის სათავეშიც იყვნენ ქართველი ერისათვის წამებული გმირები – მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. 1989 წ. 9 აპრილის მოვლენების შედეგად ნათლად გამოჩნდა ქართველი ერის მზადყოფნა თავისუფლებისათვის ბრძოლის რთულ და ეკლიან გზაზე გასასვლელად.

მსგავსი თემები