“სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა ერთადერთი მიზნით, მოეწყო რევოლუცია, გადატრიალება” – ირაკლი ღარიბაშვილი

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი რევოლუცია და პროვოკაცია იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ამის თაობაზე გავაკეთეთ კომენტარი და შემიძლია, კიდევ ერთხელ გავიმეორო, სააკაშვილი საქართველოში ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ მოეხდინა რევოლუცია, გადატრიალება და ბინძური პროვოკაცია, რომელიც ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის რამდენიმე ადამიანის მკვლელობა. რაც შეეხება რეპლიკას, რომ ჩაგვბარდ,  კი არა ჩაგვბარდა, ჩვენ დავიჭირეთ ის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა, დაედგა მასკარდი კერძო კლინიკაში გადასასვლელად.

„რაც შეეხება სააკაშვილის მორიგ მასკარადს და თეატრს, ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ მისი მცდელობა, შოუ, რაც მან დადგა, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რაიმენაირად გადასულიყო კერძო კლინიკაში“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები