“მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილის დავალებით, მისი სისტემა პატიმრებს აწამებდა, აუპატიურებდა და ტანჯავდა” – ირაკლი ღარიბაშვილი

ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტს, რომლის მიხედვით ე.წ. ციხის კადრები, სადაც ცოცხები ფიგურირებდა – დადგმული იყო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა და თქვა, რომ მთელმა მსოფლიომ ნახა, თუ რა ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ციხეში. შესაბამისად, ამ განცხადებით, პრემიერმა აღნიშნა, რომ კადრებში რაც ჩანდა, სიმართლე იყო: 

“მე კი არა მთელმა მსოფლიომ ნახა ის სიბინძურე, რაც ხდებოდა წამება და გაუპატიურება ჩვენც ციხეებში სააკაშვილის დროს. მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილის დავალებით, მისი სისტემა პატიმრებს აწამებდა, აუპატიურებდა და ტანჯავდა,”- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

მსგავსი თემები