„თუ გადავაბიჯეთ 6300 -იან ზღვარს გვექნება მე-5 ტალღა და ეს იქნება კატასტროფული“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ბევრ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა საქართველოზე მეტია, ინფიცირებულთა რაოდენობა ერთეულებია, ეს აქტიური ვაქცინაციის შედეგია, ჩვენ კი მივიღეთ ის, რაც უნდა მიგვეღო,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა,  ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

პროფესორი ამბობს, რომ ინფიცირების მატების შემთხვევაში საველე ჰოსპიტლების გახსნა ისევ განიხილება, ის ასევე განმარტავს, რომ 6300 – ს თუ გადასცა ინფიცირებულთა რიცხვი ეს იქნება ქვეყნისთვის კრიტიკული მდგომარეობა:

„თუ არ ავიცრებით უნდა შევეგუოთ იმას, რომ ინფიცირებულების და გარდაცვლილების რაოდენობა გვქნება გაცილებით მეტი და პანდემია კიდევ დიდხანს არ გავრცელდება.

დღეის მონაცემებით გვაქვს ძალიან მაღალი ციფრები,  17 აგვისტოს ქვეყანაში დაფიქსირდა 600 – ზე მეტი ინფიცირებული, თუ ჩვენ გავზარდეთ ინფიცირებულების რიცხვი და ჩვენ გადავაბიჯეთ 6300 -იან ზღვარს გვქნება მე-5 ტალღა და ეს იქნება კატასტროფული,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

ის ასევე ახალ შტამებზე საუბრობს და აღნიშნავს რომ ერთეული შემთხვევებია მხოლოდ ამ ეტაპზე დაფიქსირებული, რაც ეპიდსიტუაციის სურათს არ ცვლის:

„შესაძლოა საქართველოშიც ეს ახალი მუტაცია წარმოვიდგინოთ, მაგრამ  ეს არის ჯერ ერთეული შემთხვევები და ჯანმო არ განიხილავს, როგორც შეშფოთების მუტაციას, ეს მუტაციები საზოგადოების ჯანმრთელობისთვის პრობლემას არ წარმოადგენენ,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები