„თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, ინფიცირება არის დაბალი – ჩვენ პირიქით გვაქვს“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ბოლო კვირების განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ რჩება მაღალი, ვაქცინაციის მაჩვენებელიც რჩება დაბალ ნიშნულზე და ამ პროცესის გააქტიურების გარეშე შედეგი არ გვექნება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა,  ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მედიკოსი ამბობს, რომ ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა ინფექციის რიცხვის ზრდა გამიწვია, ივანე ჩხეიძე გაცილებით რთულ ვითარებას ზამთრის პერიოდში პროგნოზირებს:

 „ეს ერმანეთთან დაკავშირებული პროცესებია, ინფიცირებულის მაღალი ციფრი ზუსტად ვაქცინაციის დაბალ ციფრს ნიშნავს. ვაქცინაციის რიცხვის გაზრდა ერთადერთი ბერკეტია იმის, რომ ქვეყანამ მოახერხოს პანდემიის კონტროლი. მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც უნდა იყოს ვაქცინირებული, თუმცა დელტა ვარიანის შემთხვევაში 80% მაინც. ზამთრის პერიოდში, ჩვენ არ გვრჩება არანაირი ბერკეტი, რომ როგორმე ხელი შევუშალოთ ამ რიცხვების კიდევ ზრდას. მივიღეთ, ის, რაც უნდა მიგვეღო – მომდევნო კვირების განმავლობაში და განსაკუთრებით ზამთარში, ვირუსული ინფექციების გავრცელების დროს არ გვრჩება არანაირი ბერკეტი ხელი შევუშალოთ პანდემიის ზრდას,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები